ნაალი – (კახურ–ქიზიყური) ლეიბი
ნაკოდი – (რაჭა) შეშის ნაპობი
ნაკოჩილა – (რაჭა) წვრილად დაპობილი შეშა
ნაფურჩხალი – (გურია) ნაფშვენი, ნამცეცი, ფინჩხა – საჭმლის ნარჩენი
ნაძოძი - (ფშაურ) ნაგლეჯი
ნახშობა – (რაჭა) ლაპარაკი
ნეფიონი – (ქართლი) ქორწილში ნეფის მაყარი, ნეფე – ახალდაქორწინებული ვაჟი
ნთქრევა - (ხევსურ) ზანზარი
ნიორელა - (კახეთი) ნარცისი (რადგან ნიორი და ნარცისიც ბოლქვიანი მცენარეებია და ძალიან ჰგავს ერთმანეთს)